დავით მათიკაშვილი - ციხის შიშით იქნება გირაო გადახდილი თუ კანონის პატივისცემით, ეს ვალდებულება აუცილებლად უნდა შესრულდეს, რა მოტივით გადაიხდის ვაშაძე გირაოს, ეს მის სინდისზე იყოს

დავით მათიკაშვილი - ციხის შიშით იქნება გირაო გადახდილი თუ კანონის პატივისცემით, ეს ვალდებულება აუცილებლად უნდა შესრულდეს, რა მოტივით გადაიხდის ვაშაძე გირაოს, ეს მის სინდისზე იყოს

ციხის შიშით იქნება გირაო გადახდილი თუ კანონის პატივისცემით, ეს ვალდებულება აუცილებლად უნდა შესრულდეს, რა მოტივით გადაიხდის ვაშაძე გირაოს, ეს მის სინდისზე იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალები ერთმანეთში ვერ ლაგდებიან და მათ სრული მარცხი განიცადეს.

„ციხის შიშით იქნება გირაო გადახდილი თუ კანონის პატივისცემით, გირაო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვალდებულებაა, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. რა მოტივით გადაიხდის ვაშაძე, ეს მის სინდისზე იყოს. ვინც არ გადაიხდის, ცხადია, მის მიმართ ის ზომები იქნება გამოყენებული, რაც სისხლის სამართლის კოდექსით არის გათვალისწინებული. რადიკალები ერთმანეთში რომ ვერ ლაგდებიან, ეს ფაქტია. მათ თავიანთ პატრონებს საქართველოში ვერაფერი ღირებული ვერ შეუქმნეს და ვერ შეძლეს რევოლუციის შედეგამდე მიყვანა. საზოგადოებას ვეღარ ატყუებენ, რუსთაველის გამზირზე ერთი მუჭა 200 ადამიანი დადის. სრული მარცხი განიცადეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეუფარდა. ვაშაძეს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა.

გიორგი ვაშაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე 15 აპრილს დაიბარეს, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა. გიორგი ვაშაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს ბრალი, რაც გულისხმობს „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.