ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი, მარკო რუბიოს პასუხს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"რუბიომ რაც თქვა საერთოდ არაა ოპოზიციის სასარგებლოდ ნათქვამი. ჯერ ამერიკის ინტერესია და მერე უნდა გავარკვიოთ გვაინტერესებს თუ არა საქართველოო. ასე უპასუხა ჯო უილსონის შეკითხვას, ადამიანის უფლებებზე და თავგანწირული რევოლუციონერების დახმარებაზე საქართველოში..
რუბიო კიდევ სხვანაირად რომ წავიკითხოთ, მან ირიბად უპასუხა, რომ არ გვაინტერესებს საქართველოო.. წინააღმდეგ შემთხვევაში ეტყოდა, ჩვენ სულით და გულით მათ(ოპოზიციის) მხარეს ვართო.
როგორც ზელენსკის გაუკეთეს რა, ჯერ ომში ჩართეს და მერე უთხრეს ჩვენი ომი არაა, ოკეანე გვაქ გარშემორტყმულიო. ჩვენც უკრაინის პაკეტში ვართ.
მოკლედ, რუბიომ თქვა, კიდე კაი ომში არ ჩაერთეთ ქართველებო, თორემ გეტყოდით, ჯერ ვიფიქრებთ გვაინტერესებს თუ არა საქართველო და რომ მოვიფიქრებდით რო არ გვაინტერესებს, ვეღარ გადაგარჩენდითო.."