მარკო რუბიომ საქართველოს შესახებ ჯო უილსონის კითხვას უპასუხა

მარკო რუბიომ საქართველოს შესახებ ჯო უილსონის კითხვას უპასუხა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.

ჯო უილსონი: ტრამპის ადმინისტრაციის მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციის გამო, რომელიც აქვს ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მთავრობის მიმართ. მათ გააყალბეს არჩევნები საქართველოში. მათ გააძევეს ამერიკული კომპანიები, დაბლოკეს ვაჭრობა და წიაღისეულის ხელმისაწვდომობა შუა დერეფანში, მიჰყიდეს საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. მათ არაერთხელ შეურაცხყვეს პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის ხელმძღვანელობა. წარმოგიდგენთ რონდელის ფონდის ანგარიშს, რომელიც მიუთითებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლზე საქართველოში. 200 დღეა, თავისუფლების მოყვარე ქართველები ყოველდღე გმირულად გამოდიან ქუჩაში, უჭირავთ ამერიკის დროშები, თან ატარებენ პრეზიდენტის ფოტოებს. თქვენი ხელმძღვანელობით, რა იქნება გაკეთებული, რათა სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახდევინოს ანტი-ამერიკულ „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის სახელით?

მარკო რუბიო: აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესებია. არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფელბაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. ეს საკითხი განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს, დამატებით ვარიანტებს. დღეს არ მაქვს განცხადება, რას ვგეგმავთ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება. ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება ანტიამერიკულ მთავრობას რეაგირება.

ლაზი ბატონი უოლსონი, პირველ რიგში თავისი ქვეყნის სახელმწიფო მდივანს აყენებს შეურაცხყოფას, ასეთი ტყუილების კორიანტელით.
არც ერთი მისი სიტყვა მართალი არ არის, ხოლო პათოსი მტრულია ქართველი ხალხის მიმართ.
თუ ვინმე ამერიკის დღევანდელი ხელისუფლების პოზიციებს იზიარებს და მისი ერთგულია, მათ შორის საქართველოს მთავრობა ერთ ერთი პირველია.
ჩინეთის ხსენება ტრამპის გასაღიზიანებლად არის გამიზნული, ხოლო რაც შეეხება ტრამპის შეურაცხყოფას, საქართველოს ხელისუფლებისათვის ასეთი რამის დაბრალება უსინდისობის აპოთეოზია, რადგან სწორედ საქართველოს ხელისუფლება იყო პირველთაგანი, იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალში, რომლებიც ტრამპის გაპრეზიდენტებაზე ამყარებდა სამომავლო იმედებს და დღესაც იმედით ელის მისგან, ურთირთობათა სამართლიან კალაპოტში დაბრუნებას.
ბატონი უოლსონი არც ქართველი ხალხის შეურაცხყოფას ერიდება, როცა აცხადებს რომ თურმე არჩევნები გააყალბეს, მაგრამ იუსაიდისა და ნედის (თვით ტრამპის ხელისუფლების მიერ უკვე გაუქმებული) მიერ გამოზრდილი ენჯეოშნიკების გარდა ვერავინ ხვდება ამ გაყალბებას. მით უმეტეს, რომ გაყალბების ერთი კონკრეტული ფაქტიც კი ვერავის იპოვა.
ბატონი სახემწიფო მდივნის პასუხი იმედისმომცემად კორექტული და დიპლომატიურია.
ქართველი ხალხი დგას თავის ხელისუფლებასთან ერთად, პატივს სცემს ამერიკის დღევანდელი ხელისუფლების პოზიციებს და იმედით ელოდება ურთიერთობათა ორმხრივ სარგებლიანობის, ურთიერთპატივისვემისა და სუვერენიტეტის პრინციპებით ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
9 საათის უკან
KAB გამომდინარე პასუხიდან რუბიო, ფაქტიურად, ეთანხმება უილსონს, რაც ნიშნავს, რომ ზეწოლა გაგრძელდება. ჩვენი ხალხის აზრი არავის აინტერესებს, საკუთარი ინტერესებია პრიორიტეტული მათთვის. ასეთ რეალობაში მთავრობამ უნდა გაათმაგოს ძალისხმევა, რათა ოდნავ მაინც შეცვალოს ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია საქართველსოთან მიმართებაში.
9 საათის უკან
Gami იულსონს წინ რონდელის ფონდის თეზისები ედო. აუცილებელის სასწარაფო რეაგირება და პასუხი ამ ამაზრზენ ცილისწამებაზე და ტყუილების კორიანტელზე. განცხადება უნდა გააკეთოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ჩვენმა საელჩომ ვაშინტტონში/ ელჩის არ არსებობის პირობებშიც. საელჩო ხომ არ დაკეტილა/; რაც შეეხება ამ აქოთებული მოღალატეების, რონდელის ფონდს, მისი საქმიანობით უნდა დაინტერსდეს სუსი და პროკურატურა. კმარა, სირაქლემას პოზაში ყოფნა!
9 საათის უკან
Gami რუბიოს რა სახეც აქვს, პასუხიც ისეთი გასცა, წყალ-წყალა.
9 საათის უკან
თომა ადრეც დავწერე და გავიმეორებ, ეს რუბიო როგორც გველი ისე ჰყავს ტრამპს უბეში ბაიდენს დაკვდებოდა. სამწუხაროდ კარგი არაფერი მოხდება და ფაქტიურად დაეთანხმა სირ უილსონს.ისე ქოცების გალანძღული ტრამპი არ მახსენდება აი მონა-მოღალატების ტრამპის მიმართ ლანძღვა რამდენიც გინდა. მასკი ყველაზე კარგი ტიპი იყო მაგ ადმინისტრაციაში.
9 საათის უკან