კახა კალაძე:

კახა კალაძე: "რამდენიმე დღის წინ, მარიამ ლაშხს დაესხნენ თავს, ახლა ირაკლი ზარქუას - რადიკალებს, მარგინალებს არანაირი რესურსი აღარ აქვთ, ერთადერთი, რაც დარჩათ, ადამიანებს მიაყენონ შეურაცხყოფა"

ირაკლი ზარქუა ზუგდიდში მომხდარი თავდასხმის დეტალებზე საუბრობს. "ქართული ოცნების" დეპუტატს გუშინ აქტივისტებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ზარქუას მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა დახვდნენ და აგინეს. მომხდარში ოპოზიციის ნაწილი პრობლემას ვერ ხედვას, მმართველ გუნდში კი გარე და შიდა რადიკალური ძალების მხრიდან ძალადობის წახალისებაზე საუბრობენ.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბოლო დროს, "ქართული ოცნების" წევრებს ხშირად ესხმიან თავს.

"პირველი შემთხვევა არ არის, რამდენიმე დღის წინ, მარიამ ლაშხს დაესხნენ თავს, ახლა ირაკლი ზარქუას. ეს ადამიანები არიან რადიკალები, მარგინალები, არანაირი რესურსი აღარ გააჩნიათ, ერთადერთი, რაც დარჩათ ადამიანებს მიაყენონ შეურაცხყოფა, ეს არს მათი მთავარი მოქმედების არეალი.

ვისურვებდი, რომ ასეთი ქმედებები არ მომხდარიყო და ეს ადამიანები ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, მაინც ამ ქვეყნის შვილები არიან, ჩვენი საზოგადოების ნაწილია", - განაცხადა კახა კალაძემ.