უკრაინის ხელისუფლებამ ბრიგადა „ანა კიევსკაიას“, რომელსაც საფრანგეთში ჰქონდა გადამზადება გავლილი, გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინული მედიის ნაწილმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბრიგადის მეთაური ფიქციურ სამხედრო გადასახადებს იხდიდა და თაღლითობით იყო დაკავებული.
ქვედანაყოფი, რომელიც ოფიციალურად უკრაინის შეიარაღებული ძალების 155-ე მექანიზირებული ბრიგადაა, უკრაინის სამხედრო ძალის ფლაგმანი უნდა გამხდარიყო. ის აგრეთვე პარიზსა და კიევს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მაგალითი უნდა ყოფილიყო, როგორც ეს თავის დროზე საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ჰქონდა ჩაფიქრებული.
თუმცა, როგორც France 24 იუწყება, გადამზადებიდან მალევე ბრიგადა სკანდალში გაეხვა. კერძოდ, ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვედანაყოფის სამხედროებს დაბალი მხედრული მოტივაცია ჰქონდათ, ჯარისკაცები საფრანგეთში ყოფნისას მასიურად ტოვებდნენ ბრიგადას.
გარდა ამისა, როგორც ცნობილი ხდება გადამზადების პროცესში ჯარისკაცების მიერ დისლოკაციის ადგილის დატოვების 1 200 შემთხვევა დაფიქსირდა.