აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მეუღლე, ჯილ ბაიდენი, ხანდაზმულთა მიმართ ძალადობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს.
სამოქალაქო უფლებების საკითხებში გენერალური პროკურორის თანაშემწის უფროსი მრჩევლის განცხადებით, ჯილ ბაიდენი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
"მან იცოდა პრეზიდენტ ბაიდენის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, მაგრამ მაინც სურდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი ეყარა", - აღნიშნავს ლეო თერელი.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენი მძიმედ არის ავად - ექიმებმა შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმა დაუდგინეს.