განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
„ზუგდიდი ეს არის აკადემიურობის კულტურული, სტუმარმასპინძლობის ქალაქი და სამწუხაროდ ასეთი უსამშობლოები სახელს უტეხენ. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ასეთები ყოველთვის იყვნენ და მომავალშიც იქნებიან. მათი ამოცანაა, რომ რადიკალიზაცია მოახდინონ პროცესების. იცით, რომ ემზადებიან 26 მაისისთვის. მათ მხარს უჭერენ მათი პატრონები. აქაური ყურმოჭრილი მონები, რომლებიც ცალ ფეხზე დგანან, ცდილობენ რადიკალიზაცია მოახდინონ და ასეთ უსამშობლოებს იყენებენ. აღმოჩნდა, რომ ელენე ხოშტარიას მიმდევრები ყოფილან, თავად ელენე ხოშტარია პუტინისგან ფინანსდება. თვითონ რუსეთიდან ფინანსდებიან და აქ თავის ჭკუით, პატრიოტიზმს აწვებიან. მისი მიმდევარი მისნაირი იქნება, აბა რა იქნება?! როგორც აღმოჩნდა მისი [ინციდენტის მონაწილის] ოჯახიც რუსეთის მოქალაქეები არიან. ასეთი ადამიანებისგან მეტს რა უნდა ველოდოთ?! არც მწყენია“, - აღნიშნა ზარქუამ.
არსებული ინფორმაციით, მარიამ სიჭინავამ და გერმანული ფონდის ბენეფიციარმა კერენ ესებუამ ზუგდიდში ირაკლი ზარქუას სიტყვიერ შეურაცხყოფა მიაყენეს. ხელისუფლების განცხადებით, პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპელ ბიუროკრატებს, რაც რეაგირების გარეშე არ დარჩება.