დღეს ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ ქვეყანაში, სადაც ტელემაუწყებლობის დაწყებისთვის არ გჭირდება ლიცენზია - ეს არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მიღწევა,- განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე.
„ახალი ტელევიზიის გაკეთების უფლებას არ მოგვცემდნენ, რადგან „იმედი“, რომ მათ ხელში იქნებოდა, მერე ლიცენზიას არ მოგვცემდნენ. რა უნდა გაგვეკეთებინა?! ტენდერებს ვიგებდით „იმედიანად“, იმას არ გვაძლევდნენ, ვერაფერს ვაკეთებდით და ლიცენზიას ვინ მოგვცემდა?! ჩვენ თუ ვიღაც გვისმენს, უნდა დავაფასოთ ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ ქვეყანაში, სადაც არ გჭირდება ლიცენზია ტელემაუწყებლობის დაწყებისთვის. ეს არის წარმოუდგენელი ფუფუნება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა „ქართული ოცნების“, რომ ეს გვაქვს. ამას სხვა უამრავი ბედნიერება მოჰყვება, ის რომ ბიზნესი დაცულია, ის რომ კანონი კანონობს და ის, რომ დღეს სასამართლო კვლევების ოცეულში არ ხვდება მთავარი პრობლემებისა და გამოწვევების, იმიტომ რომ თავისუფალი მედიის პირობებში სასამართლოს ვერ მოტეხავისე, რაც სააკაშვილმა გააკეთა, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის წარმოუდგენელი მიღწევა, რომელიც კბილებით გვაქვს დასაცავი“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.