მარკო რუბიო: USAID-ის ხაზით გამოყოფილი ყოველი დოლარიდან მხოლოდ 12 ცენტი მიდიოდა მიმღებამდე

მარკო რუბიო: USAID-ის ხაზით გამოყოფილი ყოველი დოლარიდან მხოლოდ 12 ცენტი მიდიოდა მიმღებამდე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ USAID-ის მიერ გამოყოფილი დახმარების მხოლოდ 12% აღწევდა მათ, ვისაც ის სჭირდებოდა.

„USAID-ის ხაზით გამოყოფილი ყოველი დოლარიდან მხოლოდ 12 ცენტი მიდიოდა მიმღებამდე. ეს ნიშნავს, რომ ვინმესთვის დახმარების გასაწევად, დანარჩენი თანხა უნდა დაგვეხარჯა ამ უცხოური დახმარების ინდუსტრიული კომპლექსის მხარდასაჭერად“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

„ჩვენ ვაპირებთ ვიპოვოთ დახმარების მიწოდების უფრო ეფექტური გზები. მას ჩვენი რეგიონული ბიუროები გაანაწილებენ. დაფინანსდება პროგრამები, რომლებიც სარგებელს მოიტანს, და ეს იქნება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიდგომის ნაწილი“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, დახმარების ბევრ პროგრამას საერთოდ არ ჰქონდა აზრი.

„ჩვენ ვაფინანსებდით მსოფლიოს მასშტაბით იმას, რაც აბსოლუტურად უაზრო იყო“, - დასძინა მან.