ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: ისინი, რომ ადგნენ და პირდაპირ შემოვიდნენ პოლიტიკურ ველზე, ექნებათ ძალიან ნეგატიური პასუხი მათი ამომრჩევლის მხრიდან

ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: ისინი, რომ ადგნენ და პირდაპირ შემოვიდნენ პოლიტიკურ ველზე, ექნებათ ძალიან ნეგატიური პასუხი მათი ამომრჩევლის მხრიდან

ისინი, რომ ადგნენ და პირდაპირ შემოვიდნენ პოლიტიკურ ველზე, ექნებათ ძალიან ნეგატიური პასუხი მათი ამომრჩევლის მხრიდან, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

„ამიტომ ცდილობენ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა მეთოდით ნელ-ნელა შეამზადონ საკუთარი ამომრჩეველი იმ გადაწყვეტილებისთვის, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ანუ რომ მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ვინც გადაწყვეტს, რომ მაინც დარჩეს მთლიანად დემოკრატიული ჩარჩოს მიღმა, ესეც მათი არჩევანი იქნება, ოღონდ ამას ექნება შესაბამისი შედეგი. ისინი მოწყდებიან იმ პოლიტიკურ მნიშვნელოვან ინსტიტუტებს, რისი მახასიათებლითაც ისინი ხასიათდებიან როგორც პოლიტიკური პარტიები. სხვა შემთხვევაში ეს პოლიტიკური პარტიები გადაიქცევიან ჩვეულებრივ რადიკალურ დაჯგუფებებად“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. „ნაციონალური მოძრაობა“ და გვარამია-მელიას პარტია ირწმუნებიან, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, და ამასვე მოუწოდებენ მათ დანაყოფებს. საკითხზე ლელოს პოზიცია ბუნდოვანია. გახარია კი არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. „ქართული ოცნებაში“ აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა თუ ბოიკოტი, მათი ოპონენტების პოლიტიკური განაჩენი იქნება.