ლევან მახაშვილი „ფარას“ ანალოგზე: ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კანონი ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს ამ პრობლემას, რაც ამდენი წელია საქართველოში დგას

ლევან მახაშვილი „ფარას“ ანალოგზე: ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კანონი ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს ამ პრობლემას, რაც ამდენი წელია საქართველოში დგას

საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის მიღების შემდგომ გამოიკვეთა არაერთი ხარვეზი როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ასევე ევროკავშირში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ კანონის [ამერიკული ფარას ანალოგის] ამოქმედების მნიშვნელობას და აუცილებლობას, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაშიც ამერიკაშიც და სხვაგანაც, ყოველდღიურ რეჟიმში ახალ-ახალი სკანდალების ფონზე იკვეთება საჭიროება მსგავსი კანონების. საქართველო ამ გამოწვევას ხდება მეტ-ნაკლებად წელში გამართული ამ კონკრეტული კანონით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კანონი ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს ამ პრობლემას, რაც ამდენი წელია საქართველოში იდგა. კერძოდ, ეს არის უცხოური ფულის უკანონოდ ტრიალი საქართველოს პოლიტიკურ საარჩევნო თუ ზოგადად საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, - განაცხადა მახაშვილმა.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელსა და დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. საუბარი შეეხება უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს და კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებულ საკითხებს.