მაინტერესებს გერმანიის ელჩისგან, რა პოზიცია ექნება გერმანიის ხელისუფლებას თუ რომელიმე მისი მეზობელი გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს მიუთითებს რა გადაწყვეტილებები მიიღოს, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
„ის, რასაც საკუთარ ქვეყანაში შესაძლოა ტერორიზმი დაუძახონ, საქართველოსთვის შეიძლება იყოს მშვიდობიანი დემონსტრანტი. გვიჩნდება იმის განცდა, რომ მისი [გერმანიის ელჩის] მიზანი საქართველოში არა დემოკრატიაზე ზრუნვა, არამედ რაღაც უფრო შორს მიმავალი გეგმებია. უკვე მერამდენედ, ეს ადამიანი კოლეგებთან ერთად, პირდაპირ ცდილობს სასამართლოს, მათ შორის საგამოძიებო უწყებებს საქმიანობაში ჩარევას და მითითებას, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რა მსჯავრი გამოიტანონ და ა.შ. მაინტერესებს გერმანიის ელჩისგან, რა პოზიცია ექნება გერმანიის ხელისუფლებას თუ რომელიმე მისი მეზობელი გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს მიუთითებს რა გადაწყვეტილებები მიიღოს“, - აღნიშნა მახაშვილმა.
აქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მან განაცხადა, რომ პოლიციელისთვის ხელის დარტყმა გერმანიაში დაუშვებელია. გერმანიის ელჩი, ასევე, ესტონეთისა და შვედეთის ელჩები, დღეს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დაესწრნენ.