დავით ჩიხელიძე:

დავით ჩიხელიძე: "თიბისისა" და "საქართველოს ბანკის" აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს ერთი შეხედვით უწყინარი ტრანზაქცია, რეალურად, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე "თიბისისა" და "საქართველოს ბანკის" აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს ერთი შეხედვით უწყინარი ტრანზაქცია, რეალურად, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა, რომლის მიზანი საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა არის, რაც შემდეგ მმართველი გუნდის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, -  ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, "ბლექ როკი", რომელმაც ქართული ბანკების აქციები იყიდა, კარგად ცნობილი ორგანიზაციაა, რომელიც გლობალური ძალების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია და მათ ხელში არსებულ ბიზნესს პოლიტკურ იარაღად იყენებენ. 

"ლონდონის საფონდო ბირჟაზე "თიბისისა" და "საქართველოს ბანკის" აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს ერთი შეხედვით უწყინარი ტრანზაქცია, რეალურად, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა, რომლის მიზანი საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა არის, რაც შემდეგ მმართველი გუნდის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ბანკების აქციების მყიდველი კარგად ნაცნობი "ბლექ როქი" არის, ორგანიზაცია რომელიც გლობალური ძალების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია, ისინი სხვადასხვა ქვეყნებში, ფინანსურ ტრანსაქციებს და მათ ხელში არსებულ ბიზნესს, პოლიტიკურ იარაღად იყენებენ.  საქართველოსთან წინააღმდეგ  "დიფ სთეითი" ბრძოლის ახალ, ეკონომიკურ ეტაპზე გადავიდა, რადგან დაინახეს რომ პოლიტიკურმა შანტაჟმა არ იმუშავა.  

საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში  "ბლექ როქის" ჩართვა ნიშნავს, რომ დღემდე არსებობს მეორე ფრონტის საფრთხე და გლობალური ძალების ახალი სამიზნე საქართველოს ეკონომიკაა, რომლის ჩამოშლაც, მათ მთავრობაზე გაიყვანს. 
საბედნიეროდ დღეს საქართველოდ ეკონომიკა, არათუ ევროპაში, არამედ მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ჯანსაღი და წარმატებულია, მიკრო და მაკრო მაჩვენებლები ნორმაშია და მისი ჩამოშლა არ მოხდება!" -  წერს დავით ჩიხელიძე.