დავით მათიკაშვილი: ის, რაც თურმე შესაძლებელია ევროკავშირის ქვეყნებში, არ უნდა განხორციელდეს საქართველოში. ის, რაც დანაშაულია ევროკავშირის ქვეყნებში, ამ დანაშაულის მიმართ ჩვენს ქვეყანაში გამორჩეულად უნდა მოიქცნენ

დავით მათიკაშვილი: ის, რაც თურმე შესაძლებელია ევროკავშირის ქვეყნებში, არ უნდა განხორციელდეს საქართველოში. ის, რაც დანაშაულია ევროკავშირის ქვეყნებში, ამ დანაშაულის მიმართ ჩვენს ქვეყანაში გამორჩეულად უნდა მოიქცნენ

ის, რაც თურმე შესაძლებელია ევროკავშირის ქვეყნებში, არ უნდა განხორციელდეს საქართველოში. ის, რაც დანაშაულია ევროკავშირის ქვეყნებში, ამ დანაშაულის მიმართ ჩვენს ქვეყანაში გამორჩეულად უნდა მოიქცნენ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა გერმანიის ელჩის აღიარებაზე საუბრისას.

„არა სასამართლო დარბაზში ჯდომით და მოსამართლეზე ზეწოლით, არამედ მშვიდად, წყნარად, როგორც ამას ვენის კონვენცია უკარნახებს, დაელოდონ სასამართლო გადაწყვეტილებას. ეს იყო პირდაპირი მნიშვნელობით ზეწოლა ქართველ მართლმსაჯულებაზე, ქართულ სახელმწიფოზე, რაც არა თუ დიპლომატიური ეტიკეტის, არამედ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მიღმა დგას, რაც ნამდვილად არ ეკადრება არც ერთი ქვეყნის ელჩს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

გერმანიის ელჩმა აღიარა, რომ პოლიციელზე ხელის დარტყმა დანაშაულია, თუმცა სასჯელის ზომას და სისხლის სამართლის კოდექსის მუხლს იწუნებს. ოპოზიცია დიპლომატების მხრიდან მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობას ვერ ხედავს, მმართველი გუნდის განცხადებით, ელჩების ნაწილი დიპლომატიურ ჩარჩოს გასცდა და ცდილობენ სასამართლოზე გავლენის მოხდენას.