აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა თვითშეზღუდვის პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა თვითშეზღუდვის პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ახალი ელექტრონული სერვისის დანერგვით,  აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა თვითშეზღუდვის პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სწრაფი იდენტიფიცირების გზით, ვებგვერდზე www.rs.ge ავტორიზაციის გარეშე, მარტივად მოახდინოს საკუთარი მონაცემების შეყვანა.  ამასთან, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემების შეტანა, შესაძლებელია ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან, ელექტრონული განცხადების წარმოდგენით.

შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება  2022 წლის 1 მარტიდან განხორციელდა. 

დღეის მონაცემებით,  ელექტრონულ ბაზაში,  ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 26 655 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 58 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 26 597 განაცხადი დარეგისტრირდა. 

ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში, ავტომატურ რეჟიმში  1 552 685 პირის შესახებ  არის ინფორმაცია შეტანილი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ბმული:

https://rs.ge/gamblingRestriction