მათ არჩევანი აქვთ ცუდსა და უარესს შორის, - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით საუბრისას.
„ოპოზიციამ თვითონ ჩაიგდო თავი ისეთ მძიმე მდგომარეობაში, რომ მას დღეს გადაწყვეტილების მიღება უჭირს. მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა - ეს ნიშნავს, რომ თურმე საქართველოში არჩევნები, კონსტიტუცია და დემოკრატია მუშაობს და მათი ეს ყოვლად დაუსაბუთებელი არჩევნების შედეგების ბოიკოტი სასაცილო მდგომარეობაში აყენებს მათ.
მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდეს. მაგრამ ეს ბოიკოტის რეჟიმი, საბოლოო ჯამში, იწვევს მათ სრულ მარგინალიზაციას. მათ არჩევანი აქვთ ცუდსა და უარესს შორის", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით რადიკალურ ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა. პარტიებს ამ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრება აქვთ.