გერმანიაში პარტიის ფაქტობრივი აკრძალვის ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ევროპისთვის დამახასიათებელი შეშფოთება გამოთქვა, გერმანიაში არსებულ ვითარებას შეფარვითი ტირანიაც კი უწოდა,- წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე.
ჩიხელიძის თქმით, სამწუხაროდ აშშ-ს შეშფოთება საქმეში ვერ კონვერტირდა , რაც საფუძვლიან ეჭვებს აჩენს, რომ "დიფ სთეითი" აშშ-ში ძალებს იკრებს და ის არსად წასულა.
„ევროპული ქვეყნები დემოკრატიისთვის სახიფათო ქმედებებს განაგრძობენ, გერმანიაში, ფედერალური სადაზვერვო სამსახურის მიერ მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად იქნა აღიარებული, რაც დიქტატურისთვის დამახასიათებელი ქმედებაა, აღნიშნული სამწუხაროდ არა ერთჯერადი აქტი, არამედ ევროპისთვის დამახასიათებელი, მანკიერი რეალობაა. ევროპის ქვეყნებისთვის მიუღებელია ყველა ის პარტია, რომელიც გლობალური ომის პარტიის პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რეალურად დიფ სთეითი საკუთარი ძალაუფლების შეზღუდვას ვერ ეგუება, დიფ სთეითი დემოკრატიის სახელით, დემოკრატიის განგმირვას ცდილობს!
საფრანგეთში, რამდენიმე კვირის უკან ოპოზიციის ლიდერს და საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების უმთავრეს კანდიდატს, არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს, ანალოგიურად განვითარდა მოვლენები რუმინეთში, სადაც არჩევნების შედეგები გააუქმეს და ოპოზიციონერ კანდიდატს ასევე აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა. აკრძალვების რეალური მიზეზი ოპოზიციური პარტიების სიძლიერე და მათ მიერ დადგენილი დღის წესრიგის შეცვლის საფრთხე წარმოადგენდა.
გერმანიაში პარტიის ფაქტობრივი აკრძალვის ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ევროპისთვის დამახასიათებელი შეშფოთება გამოთქვა, გერმანიაში არსებულ ვითარებას შეფარვითი ტირანიაც კი უწოდა, მაგრამ.... სამწუხაროდ აშშ-ს შეშფოთება საქმეში ვერ კონვერტირდა , რაც საფუძვლიან ეჭვებს აჩენს, რომ დიფ სთეითი აშშ-შ ძალებს იკრებს და ის არსად წასულა! ის რაც გერმანიაში მოხდა, შემდგარი ფაქტია, ასევე შემდგარი ფაქტია აშშ-ს რბილად რომ ვთქვათ არაადეკვატური ქმედება, რომელიც აშშ-ს სისუსტედ და დიფ სთეითის სიძლიერედ უნდა მივიჩნიოთ?“,-წერს დავით ჩიხელიძე.