აშშ-ს შეუძლია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგივე რუმინეთთან, ახლა კი გერმანიასთან მიმართებაში,  მაგრამ ის ამას არ აკეთებს, საქართველოსთან მიმართებით - ამ ფონზე ჩნდება კითხვა და მაინც მიდის დიფსთეითის რებრენდინგი თუ თამაში?!

აშშ-ს შეუძლია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგივე რუმინეთთან, ახლა კი გერმანიასთან მიმართებაში, მაგრამ ის ამას არ აკეთებს, საქართველოსთან მიმართებით - ამ ფონზე ჩნდება კითხვა და მაინც მიდის დიფსთეითის რებრენდინგი თუ თამაში?!

გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის მიერ მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რომელიც დიფ სთეითის“ მიერ კონტროლირებული პარტიებისგან განსხვავებით, სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებზე ზრუნავს, ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად იქნა აღიარებული. ანუ „დიფ სთეითმა” უჩინარი ხელი აღარ დამალა და ამ პარტიის სადამსჯელო ღონისძიება დაიწყო,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. 

მისი თქმით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადება რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიაში ყველაზე პოპულარული პარტიაა და ახლა ბიუროკრატები მის განადგურებას ცდილობენ სწორი რეაქციაა, მაგრამ სწორედ ამ რეაქციის გათვალისწინებით საქართველოსთან მიმართებით არასამართლიანია.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ აშშ-ს შეუძლია გარკვეული პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა იგივე რუმინეთთან, ახლა კი გერმანიასთან მიმართებაში, რაც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის აბსოლუტურად გასაგები იქნება, მაგრამ ის ამას არ აკეთებს საქართველოსთან მიმართებით და ამ ფონზე ჩნდება კითხვა და მაინც მიდის დიფსთეითის რებრენდინგი თუ თამაში.

„დიფსთეითის რებრენდინგი თუ თამაში?!

გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის მიერ მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რომელიც დიფ სთეითის“ მიერ კონტროლირებული პარტიებისგან განსხვავებით, სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებზე ზრუნავს, ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად იქნა აღიარებული.

ანუ „დიფ სთეითმა” უჩინარი ხელი აღარ დამალა და ამ პარტიის სადამსჯელო ღონისძიება დაიწყო.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადება რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიაში ყველაზე პოპულარული პარტიაა და ახლა ბიუროკრატები მის განადგურებას ცდილობენ სწორი რეაქციაა, მაგრამ სწორედ ამ რეაქციის გათვალისწინებით საქართველოსთან მიმართებით არასამართლიანია რადგან მაშინ როცა საქართველოში პირებს ასანქცირებენ, თანაც ისე რომ ამის მიზეზს ვერ ასახელებენ, მაშინ როცა სახელისუფლებო გუნდს უწევს “ნაციონალური მოძრაობის” გამო პოლიტიკურად ტურბულენტურ მდგომარეობაში საქმის კეთება და ამ ფონზე ამ დესტრუქციული ძალის ქმედებების ადექვატური შეფასება არ კეთდება ეს ხომ დანაშაულებრივი დუმილია?! 

აშშ-ს შეუძლია გარკვეული პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა იგივე რუმინეთთან, ახლა კი გერმანიასთან მიმართებაში, რაც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის აბსოლუტურად გასაგები იქნება, მაგრამ ის ამას არ აკეთებს, საქართველოსთან მიმართებით ამ დიდი მეგობრის არამეგობრულ დამოკიდებულებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ამ ფონზე ჩნდება კითხვა და მაინც მიდის დიფსთეითის რებრენდინგი თუ თამაში?!
რა ხდება?!“,-წერს თამთა მეგრელიშვილი.