ილონ მასკი: „ენჯეოების“ თაღლითობის არსი იმაშია, რომ მათი მიზანი თითქოს, ქველმოქმედებაა. სინამდვილეში კი ისინი ფულის მითვისებით არიან დაკავებულნი

ილონ მასკი: „ენჯეოების“ თაღლითობის არსი იმაშია, რომ მათი მიზანი თითქოს, ქველმოქმედებაა. სინამდვილეში კი ისინი ფულის მითვისებით არიან დაკავებულნი

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ში პოსტს აზიარებს კომენტარით „დიახ“. პოსტში მოყვანილია მისი სიტყვები „ენჯეოების“ რეალურ მიზნებთან დაკავშირებით. მასკის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ამოფარებულები არიან ქველმოქმედებას, სინამდვილეში კი ფულის მითვისებით არიან დაკავებულნი.

„ენჯეოების“ თაღლითობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი თითქოს, საქველმოქმედო მიზნებს ემსახურებიან, მაგალითად, სედვილის ობლების გადარჩენას. შემდეგ ისინი ფულს ჯიბეში იდებენ და რეალურ დახმარებას არცერთი ობოლი არ იღებს“, - ვკითხულობთ პოსტში, რომელსაც მასკი აზიარებს.