ამერიკელი პოლკოვნიკი: აშშ-ის ხელისუფლება საქართველოს მთავრობაზე ზემოქმედებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით ახდენს, მათ შორისაა IRI, NED, FDD

ამერიკელი პოლკოვნიკი: აშშ-ის ხელისუფლება საქართველოს მთავრობაზე ზემოქმედებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით ახდენს, მათ შორისაა IRI, NED, FDD

აშშ-ის არმიის თადარიგის პოლკოვნიკის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის უფროსის ლოურენს უილკერსონის განცხადებით, ამერიკის ხელისუფლება საქართველოს მთავრობაზე ზემოქმედებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით ახდენს, მათ შორისაა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI), „დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი“ (NED), „დემოკრატიის დაცვის ფონდი“ (FDD).

„არსებობს კიდევ სხვა ორგანიზაციები, რომელზეც არასდროს იფიქრებდით, რომ ასეთი საქმეებით არიან დაკავებულნი, მაგალითად, „დემოკრატიის დაცვის ფონდი“, - თქვა უილკერსონმა და დაამატა, რომ საქართველოს მთავრობაზე ზემოქმედებას ახდნენ აგრეთვე „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ და „დემოკრატიის მხარდაჭერის ფონდი“.

ლაზი რაღაც გაუგებრად გამოდის. რას ამბობს ეს კაცი. რას გულისხმობს შეცდომაში?
რუმინეში არ შეცდნენ, იმაში, რომ ჯორჯესკუ მოაშორეს? თანაც ამბობს - თავიდანვე ჩანდა ის რუმინეთის ლედერი იყოო, მაგრამ ჩვენ მოვიშორეთო. ანუ რა გამოდის ქვეყანას ლიდერი მოვაშორეთო? ესე იგი არ შეცდომაში გულისხმობს, მათი ლიდერი კი იყო, მაგრამ ჩვენ არ მოგვწონდა და მის მოსაშორებლად უშეცდომოდ ვიმოქმედეთო!
აქედან გამომდინარე, საქართველოში ვერ გავთვალეთ ეს ხელისუფლება როგორ მოგვეშორებინაო და ამაში შევცდითო? თანაც ასახელებს ვისი ხელით აკეთებდნენ ამ ყველაფერს. ერთი შეხედვით გეგონება, კაცი ნანობს, ამ ხელისუფლებასთან ასე როგორ ვიქცეოდითო.
ეს კი თურმე იმას ნანობს, როგორ შევცდით ბრძოლის მეთოდში და ესენი როგორ ვერ მოვიშორეთო.
და ესენი წერენ და იღებენ "მეგობარი" აქტს?! (ალბათ რამდენი იწვალეს ასეთი აბრევიატურის მოკოწიწებაზე მათმა აქაურმა აგენტებმა. დაფასება უნდა, ოღონდ ადეკვატურად).
თუ რამე ვერ გავიგე, დიდი ბოდიში, ავანსად.
2 კვირის უკან