ლაშა ხუციშვილი აშშ-ში ვიზიტზე: მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე ხორციელდება და იმ პროექტების მიმართ, რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ

მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე ხორციელდება და იმ პროექტების მიმართ, რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ, - განუცხადა „ქრონიკას“ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მან აშშ-ში პირველ ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია ის მიღწევები, რომელიც საქართველომ მიაღწია - იმ რეფორმების ფარგლებში, რომლებმაც დაადასტურეს თავისი წარმატება უკვე რიცხვებში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე ხორციელდება და იმ პროექტების მიმართ, რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ, რომ მომავალში განხორციელდება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ის, რომ მსოფლიო ბანკი აგრძელებს თანამშრომლობას ისეთ მნიშვნელოვან პროექტებთან მიმართებაში, როგორიც არის შვი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ასევე, ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით პროგრამა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.