რამაზ საყვარელიძე: შარპის რეკომენდაციებში არის მითითება, რომ საჭიროა ბოიკოტირება ხელისუფლების, მასთან ურთიერთობის გაპროტესტება. მთელ რიგ ქვეყნებში ამ რეკომენდაციების შესრულებით დასავლეთს შეუცვლია ხელისუფლება

რამაზ საყვარელიძე: შარპის რეკომენდაციებში არის მითითება, რომ საჭიროა ბოიკოტირება ხელისუფლების, მასთან ურთიერთობის გაპროტესტება. მთელ რიგ ქვეყნებში ამ რეკომენდაციების შესრულებით დასავლეთს შეუცვლია ხელისუფლება

დიდი ხნის განმავლობაში ერთ კინოს ვუყურებთ. თუ დიალოგის უქონლობა არის იმის შედეგი, რომ ამჟამად ხელისუფლება ავტორიტარიზმისკენ იხრება, სანამ ის გადაიხრებოდა ავტორიტარიზმისკენ, იქამდეც რატომ არ იყო დიალოგი? იქნებ დიალოგზე უარი ოპოზიციას აქვს განცხადებული დასაბამიდან? – ასე უპასუხა ფსიქოლოგმა და პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, როგორ შეაფასებდა იმას, რაც ახლა საშინაო პოლიტიკაში ხდება და რასაც წლებია ვადევნებთ თვალს. 

მისივე თქმით, შარპის რეკომენდაციებში არის მითითება, რომ საჭიროა ბოიკოტირება ხელისუფლების, მასთან ურთიერთობის გაპროტესტება და მთელ რიგ ქვეყნებში ამ რეკომენდაციების შესრულებით დასავლეთს შეუცვლია ხელისუფლება. მანვე აღნიშნა, რომ ეს რეცეპტურა მოძველდა. 

„ეს აზრი მიჩნდება იმიტომ, რომ ქართული ოპოზიციის პოლიტიკური გურუს, შარპის რეკომენდაციებში არის მითითება, რომ საჭიროა ბოიკოტირება ხელისუფლების, მასთან ურთიერთობის გაპროტესტება. მთელ რიგ ქვეყნებში ამ რეკომენდაციების შესრულებით დასავლეთს შეუცვლია ხელისუფლება. ვნახოთ ახლა რას იზამს ფერადი რევოლუციების რეცეპტი, თუმცა, ვთვლი, რომ რეცეპტურა მოძველდა კიდეც“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.