დიმიტრი ხუნდაძე პრანკერებთან სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუზე: ეს არის მორიგი აღიარება, ახალი უკვე არაფერია, სახეები ცნობადია და მათი მიზანიც დიდი ხნის ნაცნობია საზოგადოებისთვის

დიმიტრი ხუნდაძე პრანკერებთან სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუზე: ეს არის მორიგი აღიარება, ახალი უკვე არაფერია, სახეები ცნობადია და მათი მიზანიც დიდი ხნის ნაცნობია საზოგადოებისთვის

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე რუს პრანკერებთან სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილის ინტერვიუ არის რადიკალების მორიგი აღიარება.  

„ისინი გაშიფრულები არიან, მაგრამ მათთვის ბევრი მეხი გავარდა“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ ოპოზიცია სასოწარკვეთილია იმ ფონზე, როცა საქართველოს წარმომადგენლობა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს მართავს.

 „ეს არის მორიგი აღიარება, ახალი უკვე არაფერია, სახეები ცნობადია და მათი მიზანიც დიდი ხნის ნაცნობია საზოგადოებისთვის. ისინი გაშიფრულები არიან, მაგრამ მათთვის ბევრი მეხი გავარდა. მაგალითად ის, რომ საქართველოს წარმომადგენლობა ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით სახელმწიფო დეპარტამენტში მართავს შეხვედრებს, ეუთოს გენმდივანი ჩამოვიდა საქართველოში და ქართულ მხარესთან პოზიტიური ურთიერთობისთვის გამოხატა მადლიერება,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.