იაგო ხვიჩია:

იაგო ხვიჩია: "როგორც ჩანს, ჩვენი კოლეგები ნელ-ნელა მწკრივდებიან და მორიდებით, მაგრამ მაინც გამოხატავენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის ნელ-თბილ სურვილს"

თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვეა დარჩენილი, თუმცა, ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია არჩევნებში, ამ დრომდე აქტუალურია. საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულია ხელისუფლების ოპონენტების მოსაზრება. ერთადერთი პარტია, რომელმაც თავიდანვე ღიად განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობს - "გირჩია".

პარტიის თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ როგორც ჩანს, კოლეგა ოპოზიციონერები ეტაპობრივად გამოხატავენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის "ნელ-თბილ" სურვილს.

"ჩვენ ზოგადად ვაკვირდებით პროცესს, რაც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ხდება და ცოტათი იმედგაცრუებული ვართ. იმიტომ, რომ თავიდან, მოგეხსენებათ, ჩვენი კოლეგები არ მონაწილეობდნენ და მიგვაჩნდა, რომ შეიძლება რაღაც განსხვავებული არჩევნები ყოფილიყო. მაგრამ, როგორც ჩანს, ნელ-ნელა მწკრივდებიან ყველა და მორიდებით, მაგრამ მაინც გამოხატავენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის ნელ-თბილ სურვილს. ამიტომ, ვაკვირდებით, თუმცა ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, ცხადია," - ამბობს იაგო ხვიჩია.

 

მარბიელი მგონი ეს და მისი სასტავი ხაბე-ხაზარა-ბოკერია-გვარამიაზე უფრო ნაძირალები არიან!
4 საათის უკან
Gami ნაძირლობასახ შნო უნდა... ესენი უბრალოდ უსარგებლო /полезный-безпалкзный/ იდიოტები არიან.
4 საათის უკან