შალვა პაპუაშვილი: რუსეთის პრეზიდენტს, აგვისტოს ომის შემდეგ, მხედრულ სალამს წითელ მოედანზე აძლევენ უკრაინის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალები

შალვა პაპუაშვილი: რუსეთის პრეზიდენტს, აგვისტოს ომის შემდეგ, მხედრულ სალამს წითელ მოედანზე აძლევენ უკრაინის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალები

რუსეთის პრეზიდენტს, აგვისტოს ომის შემდეგ, მხედრულ სალამს წითელ მოედანზე აძლევენ უკრაინის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და საფრანგეთის შეიარაღებული ძალები”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, „ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენი ომი ომი არ იყო“.

,,ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის 9 მაისს მოსკოვში ჩასვლის წინააღმდეგ ბრიუსელის მუქარის ფონზე, ძნელია, არ გაიხსენო აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში, 2010 წლის 9 მაისი, წითელი მოედანი…

რუსეთის პრეზიდენტს მხედრულ სალამს აძლევენ… უკრაინის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთის შეიარაღებული ძალები.

ალბათ, იმიტომ, რომ

ჩვენი ომი ომი არ იყო,
ჩვენი სისხლი სისხლი არ იყო,
ჩვენი ცრემლი ცრემლი არ იყო...” - წერს პაპუაშვილი.