მდიდარი ენჯერებისა და მათი დონორი ორგანიზაციების მუშაობა მთლიანად ემსახურება ძირის გამომთხრელ საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ინფორმაციას, რომ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალეობა“ საქართველოში გამჭვირვალობისა და გრანტების შესახებ კანონებს აკრიტიკებს, თავად კი გერმანიის ლობისტების რეესტრშია დარეგისტრირებული.
„პირდაპირ მიუთითეს თუ რატომ იყო ამხელა აჟიოტაჟი ხელოვნურად შექმნილი ჩვენს საზოგადოებაში სწორედ ამ მდიდარი ენჯერებისა და მათი დონორი ორგანიზაციების მხრიდან, როცა ჩვენ ვიღებდით გამჭვირვალობის ქართულ კანონს. მათ ურჩევნიათ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში გამოამზეურონ თავიანთი დანახარჯები, შემოსავლები და ა.შ., მაგრამ ეს არ ანახონ ქართველ ხალხს. ვინაიდან ისინი მავნებლობას ემსახურებიან საქართველოში და მათთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე დამაზიანებელი არის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა წაიკითხონ თუ რა თანხა ჩაერიცხათ, საიდან და შემდეგ წაიკითხონ, თუ რა პროექტებში დაიხარჯა ეს თახები. მათი მუშაობა მთლიანად ემსახურება ძირის გამომთხრელ საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.