2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიწვეულია საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამა თამაზ მოლაშვილი, რომელიც თავისი ვაჟის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით საუბრობს.
„11 თვის განმავლობაში C ჰეპატიტი რომ ჰქონდა, რას უშხაპუნებდნენ, რას უკეთებდნენ. აქ მედიცინის ხალხიც ძალიან ბევრი დამნაშავეა. ერთმა ექიმმა უთხრა, რომ სხვათა შორის, გაზეთშიც ეწერა, სულხანს C ჰეპატიტი აქვს და „გაჩერდი, ეგ არ თქვა, თორემ ზევით ეწყინებათო“. ეს ზევით ის იყო- სააკაშვილი.
სულხანს ჰყავდა მეგობრები, რომლებიც მოდიოდნენ და ეუბნებოდნენ, სურათს რომ გიღებდნენ მიშა სააკაშვილი გაბღენძილი სიამოვნებით უყურებდა ამას, როდესაც გაწამებდნენო. საშინელ წამებაში ჰყავდათ. 11 თვე რომ არ უმკურნალეს, ძალიან დააავადეს სულხანი იქ. უხაროდათ ეს თუ რატომ აკეთებდნენ არ ვიცი. რომელი ერთი გითხრათ, ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, მეტი რომ არ შეიძლება“.-განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.