საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და ყირგიზეთის ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებულ საწვავისა და ენერგეტიკის კომპლექსური რეგულირების დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა და რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ტიმურ ოროზალიევმა.
მემორანდუმის მიზანია მხარეებმა განავითარონ პირდაპირი დიალოგი ორმხრივი და რეგიონული ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელ საკითხებზე, უზრუნველყონ ინფორმაციის ეფექტური გაცვლა საგანგებო სიტუაციების ან საგანგებო გარემოებების შემთხვევაში, რომლებიც გავლენას ახდენენ რეგიონულ ენერგეტიკულ ბაზარზე, ხელი შეუწყონ შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობას ორმხრივი დახმარების ორგანიზებით სამართლიანი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული საბაზრო გარემოს განვითარების უზრუნველსაყოფად.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები განავითარებენ ორმხრივ თანამშრომლობას ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, თერმული ენერგიის, საქმიანობების ლიცენზირებისა და კონტროლის, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.
რა საჭიროა ზედმეტი მარეგულირებელი?! როცა არსებობს გენერაცია, დისტრიბუცია და სამინისტროს, შესაბამისი სტრუქტურა (გაცილებით დაბალი ხელფასებით) რომელიც მათ საქმიანობას უნდა აკონტროლებდეს.
მაშინ, ეკონომიკის სამინისტროში რისთვის არსებობს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი, რომელშიც კიდევ სამი სამმართველოა, თავისი უფროსებით.