„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარტია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერის, მარინ ლე პენის სასამართლო განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ამიერიდან ყველა ელჩი, (განსაკუთრებით საფრანგეთის), რომელიც ქართულ მართლმსაჯულებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, პანღურით უნდა იქნას გაგდებული საქართველოდან.
„ესენი გვესაუბრებიან პოლიტიკურ დევნაზე?!
საფრანგეთში მარინ ლე პენს თანხების გაფლანგვაზე თავზე დააშენეს ციხე და საქართველოში: ბიზნესის რეკეტის, კორუფციის, თანამდებობის ბოროტად გამოყენების, მედია ტერორის, მკვლელობების, სამშობლოს დეკლარირებული ღალატისა და სხვა უამრავი დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკოსების სამართლებრივ დევნას, სასამართლოს წარმოებასა და დაკავებას, პოლიტიკურ ტერორად გვისაღებენ?!
უკაცრავად და ამიერიდან ყველა ელჩი, (განსაკუთრებით საფრანგეთის), რომელიც ქართულ მართლმსაჯულებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, პანღურით უნდა იქნას გაგდებული საქართველოდან.
სულ ცოტა, ღირსების საკითხია, რა!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.