ირაკლი კირცხალია ხაბეიშვილის განცხადებაზე: იქნება ძალადობა? - კანონის უმკაცრესი ფორმებით აგებენ პასუხს. უკვე თვალსაჩინოა და ხელის გულზე დევს მყარი საფუძვლები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელისთვის

ირაკლი კირცხალია ხაბეიშვილის განცხადებაზე: იქნება ძალადობა? - კანონის უმკაცრესი ფორმებით აგებენ პასუხს. უკვე თვალსაჩინოა და ხელის გულზე დევს მყარი საფუძვლები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელისთვის

იქნება ძალადობა? - კანონის უმკაცრესი ფორმებით აგებენ პასუხს, როგორც ეს არა ერთხელ უგიათ, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილის განცხადების კომენტირებისას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, დესტრუქცია, ძალადობა, ყველაფერი ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხერხებია.

„უკვე ნათელია და ხელისგულზეა, რაოდენ მოღალატეობრივ, რბილად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ძალასთან და რეჟიმთან გვქონდა საქმე. მხოლოდ აგვისტოს ომის ჭრილში რომ განვიხილოთ და თავი დავანებოთ სისტემურ წამებას და ზოგადად, ყველა იმ მოქმედებას, რაც რეჟიმს ახასიათებს - უკვე თვალსაჩინოა და ხელის გულზე დევს მყარი საფუძვლები სარჩელისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში.

ჯერ ერთი, ხაბეიშვილის დაცული ქვეყანა რა ვთქვი! ნახევრად ხუმრობითაც ვამბობ და მეორეც, დესტრუქცია, ძალადობა, ყველაფერი ეს მათი ხერხებია. რა მზაკვრული გეგმაც არ უნდა ჰქონდეს ამ განულებულ, აგენტურულ ქსელს, მათ არანაირი გეგმა არ აქვთ, ეს ასჯერ მითქვამს და ათასჯერ განვმეორდები, სადაც საჭირო იქნება. რასაც უკარნახებენ და რა დირექტივაც მოდის თავიანთი პატრონებიდან, იმას ახორციელებენ. იქნება ძალადობა? - კანონის უმკაცრესი ფორმებით აგებენ პასუხს, როგორც არა ერთხელ უგიათ“, - განაცხადა კირცხალიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საკუთარ მომხრეებს მოუწოდა, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებით შეუშალონ ხელი პროცესს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყება.