საქართველოსთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს, რომ ჩინეთი დაინტერესებული იყოს სტაბილურობით ქვეყანაში, რომელზეც გადის სავაჭრო გზები დასავლეთის მიმართულებით და ამაში დასავლეთიც დაინტერესებულია - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ოპოზიციის სპეკულაციებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ცალსახად წარმოდგენა, რომ საქართველოს თანამშრომლობა ჩინეთთან პირდაპირ ანტიდასავლური გამოვლინებაა, ეს არის გულუბრყვილობა, ეს ერთი და მავნებლობაა, რაც ახასიათებს „ნაცმოძრაობას“,
„ასეთი არ არსებობს საერთოდ, მით უმეტეს ეკონომიკურ ვითარებაში, რომ ქვეყანა იღვწოდეს თავისი ეკონომიკის სტაბილურობისთვის, პატარა ქვეყანა პატარა რესურსებით და ეს იყოს გადათარგმნილი ამ მავნებლების მიერ როგორც ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება, მაგრამ ფაქტია, რომ პიარული მეთოდ გამოდგა გარკვეული ადამიანების ტვინის გამოსარეცხად“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
მემორანდუმის მიზანი ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოება და გაძლიერებაა, თუმცა ოპოზიცია ცდილობს, ჩინეთთან ურთიერთობა პრობლემად წარმოაჩინოს.