შალვა პაპუაშვილი: მე, რა თქმა უნდა, არ მინდა საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩავერიო, მაგრამ, მაშინ, ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში. აქ დაბალი ღობე არავინაა

შალვა პაპუაშვილი: მე, რა თქმა უნდა, არ მინდა საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩავერიო, მაგრამ, მაშინ, ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში. აქ დაბალი ღობე არავინაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მარინ ლე პენის გასამართლებას ეხმიანება და წერს, რომ არ უნდა საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევა, თუმცა მისი თქმით, ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში.

,,მე, რა თქმა უნდა, არ მინდა საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩავერიო, მაგრამ, მაშინ, ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში. აქ დაბალი ღობე არავინაა“, - წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, პარიზის სასამართლომ მარინ ლე პენი და რვა ევროპარლამენტარი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა. მას აგრეთვე ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელთაგან ორი წელი პირობითად ჩაეთვლება, ხოლო კიდევ ორი ელექტრონული სამაჯურის ტარებით უნდა მოიხადოს.