BBC: მარინ ლე პენი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

BBC: მარინ ლე პენი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სასამართლო პროცესის დროს პროკურორებმა მოითხოვეს, რომ დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მარინ ლე პენს ხუთი წლით აეკრძალოს საჯარო თანამდებობის დაკავება. ამ დროისთვის არ არის ცნობილი, რა სასჯელს მიუსჯიან მარინ ლე პენს, თუმცა მანამდე ლე პენმა განაცხადა, რომ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ბოლო მონაწილეობა იქნება. თუმცა ამ განაჩენის გამო მას არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალება.

მარინ ლე პენსა და მისი პარტიის 24 წევრს – პარტიის ოფიციალურ პირებს, თანამშრომლებს, ყოფილ დეპუტატებსა და საპარლამენტო ასისტენტებს ბრალი ედებოდათ ევროპარლამენტში მუშაობისთვის გამოყოფილი თანხების გამოყენებაში იმ თანამშრომლების დასაფინანსებლად, რომლებიც მათი პარტიისთვის მუშაობდნენ. ლე პენი და სხვა ბრალდებულები ამტკიცებდნენ, რომ თანხების გამოყენების მეთოდი კანონიერი იყო.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის წევრებს გამოეყოფათ თანხები ხარჯების დასაფარად, მათ შორის ასისტენტებისთვის, თუმცა მათი გამოყენება პარტიული საქმიანობის დასაფინანსებლად დაუშვებელია.