9 აგვისტოს, გამთენიისას, შემოვიდა სენაკის ბატალიონი, შემოსვლა დაიწყო ისევ სოფლებში და იმდენი ტექნიკა შემოიყვანა, რომ, ფაქტობრივად, ცენტრალურ ქუჩაზე ბულვარს ვეძახდით ვერ ეტეოდა. მერე ავდექი და ნაწილი ჩავიყვანე მდინარის პირას, ჭალებში. ცენტრალურ უბანს დაბომბავენ, აქ მოყვებით ეს ჯარი აქ იქნება. ერთმანეთს გვერდს ვერ უქცევდნენ იმდენნი იყვნენ,- ამის შესახებ 2008 წელს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გიორგი კაპანაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის თემას განიხილავენ.
კაპანაძის თქმით, სრული ქაოსი იყო, მოშლილი იყო სალოკატორო, სამხედროს ვინმემ კი არ უნდა უთხრას, რომ საფრენი აპარატი მოფრინავს, უნდა გადასცენ ყურში, ისინი კი დაყრუვდნენ და ცაში იყურებოდნენ, რათა საფრენი აპარატები დაენახათ.
„10-ში დილით მათაც დატოვეს, სხვათა შორის, ძალიან მაგრად იბრძოლეს, გაფანტულები და დამალულები გამოვიდნენ და ამათ უკვე სენაკის ბატალიონს სოფელ ხეთაგუროვოსთან, ტბეთთან უკვე პირდაპირ წინააღმდეგობას უწევდნენ, სახმელეთო ბრძოლებში ძალიან კარგად იბრძოდნენ, მაგრამ მაღლა, ჰაერს ვერაფერი ვერ მოუხერხეს. იმიტომ რომ, მოშლილი იყო სალოკატორო, ლოკატორები აღარ არსებობდა მოიშალა აქეთ საიდანაც გადასცემდნენ, საერთოდ სამხედროს ვინმემ კი არ უნდა უთხრას, რომ რაღაც მოფრინავს საფრენი აპარატი, იმას უნდა გადასცენ ყურში ესმის, რომ სადღაც, რამდენიმე კილომეტრში ამდენ წუთში მოვა და დაგარტყამს. დაყრუვდნენ და ცას შეჰყურებდნენ, ცაში იყურებოდნენ, რომ დაენახათ საფრენი აპარატები. ასეთი მდგომარეობა იყო. სრული ქაოსი იყო, ადგნენ და გამოვიდნენ. დილით გამთენიისას აბსოლუტურად ყველა შენაერთმა დატოვა ფრონის ხეობა,“- განაცხადა გიორგი კაპანაძემ.