მოლდოვას რეგიონის, გაგაუზიის ლიდერს ევგენია გუცულს კიშინევის სასამართლომ 20 დღიანი პატიმრობა შეუფარდა

მოლდოვას რეგიონის, გაგაუზიის ლიდერს ევგენია გუცულს კიშინევის სასამართლომ 20 დღიანი პატიმრობა შეუფარდა

მოლდოვას ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონის, გაგაუზიის ლიდერს ევგენია გუცულს კიშინევის სასამართლომ 20 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მედიის ცნობით, პროკურორები 30 დღიან პატიმრობას მოითხოვდნენ.

მას 2023 წელს საარჩევნო კამპანიის დროს უკანონო დაფინანსებასა და ფალსიფიკაციაში ედება ბრალი. თავად გუცული ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი დევნა მოლდოვას პრეზიდენტის მაია სანდუს მიერ არის ინიციირებული.

„2023 წელს გაგაუზიაში არჩევნების არალეგალური დაფინანსება, ოფიციალური დოკუმენტების, დეკლარაციების, კამპანიის დაფინანსების შესახებ ანგარიშების გაყალბება”, - პროკურორ ადრიან სკუტარუს განცხადებით, ასეთია გუცულის ბრალდებების ჩამონათვალი.

დაცვის მხარე მისი პატიმრობის გასაჩივრებას აპირებს.

ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონის, გაგაუზიის ხელმძღვანელი, ევგენია გუცული კიშინიოვის აეროპორტში მოლდოვის ანტიკორუფციულმა ცენტრმა 25 მარტს დააკავა.

მარბიელი ამ ქალს ედავებიან ორი ბრალდებით: 1. არჩევნებში უცხოური დაფინანსება 2. ანტისახელისუფლებო აქციების ორგანიზება
ეს ქმედებები აქაც დასჯადი რომ იყოს, გვარამია, ხაბე, ვაშაძე, ბოკერია, ჩახდილი, ხოშტარია, გიგაური, ლომჯარია, დოლიძე, პატარაია ციხეში უნდა იჯდნენ!
1 დღის უკან