თორნიკე ჭეიშვილი ზურაბიშვილის საზღვარგარეთ ვიზიტებზე: ეს არის საქართველოზე საგარეო თავდასხმის გაღვივების მორიგი მცდელობა

თორნიკე ჭეიშვილი ზურაბიშვილის საზღვარგარეთ ვიზიტებზე: ეს არის საქართველოზე საგარეო თავდასხმის გაღვივების მორიგი მცდელობა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საზღვარგარეთ ვიზიტებს მედიასთან აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს არის საქართველოზე საგარეო თავდასხმის გაღვივების მორიგი მცდელობა.

„გასტროლები“ რომელიც ვიხილეთ ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან, არის მორიგი მცდელობა, რომ საქართველოზე საგარეო თავდასხმები გაღვივდეს. ეს არის მცდელობა, რომ ჟანგბადი მიაწოდონ პოლიტიკურ რეანიმაციაში მყოფ რადიკალურ ჯგუფებს“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.