გივი მიქანაძე გიორგი ვაშაძის განცხადებაზე: დადასტურდა, რომ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან, დამარცხებული ოპოზიციის ელექტორატს წარმოადგენენ

გივი მიქანაძე გიორგი ვაშაძის განცხადებაზე: დადასტურდა, რომ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან, დამარცხებული ოპოზიციის ელექტორატს წარმოადგენენ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ გიორგი ვაშაძის განცხადება „ქრონიკასთან“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ქუჩაში მდგომი ადამიანები დამარცხებული ოპოზიციის ელექტორატია.

„ცალსახად დადასტურდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან წარმოადგენენ დამარცხებული ოპოზიციის ელექტორატს. მათი მცდელობაა, თავისი ფრუსტრაცია როგორმე ქუჩაში მოიოხონ“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პოდკასტში „ორ ცეცხლს შუა“ სტუმრობისას განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც აქციებზე, ქუჩაში, აპოლიტიკური ადამიანები დგანან. მისი თქმით, ეს ადამიანები განეკუთვნებიან სხვადასხვა პარტიას და პოლიტიკასთან შემხებლობაში არიან.

მარბიელი ციხის ბუნტის დახვრეტა, შენ როგორც მინისტრის მოადგილემ მოიფიქრე, თუ სხვისი ბრძანება გაუმეორე სპეცნაზს?
1 დღის უკან