სოზარ სუბარი ვაშაძის განცხადებაზე: თავიდან ცდილობდნენ, ეს შეეფუთათ, რომ არჩევნები არალეგიტიმურია და ამას აპროტესტებს მოსახლეობა. ფაქტია, რომ სინამდვილეში ყველა ის ახალგაზრდა არის რომელიმე პარტიის წევრი ან საიდანმე დაფინანსებული „ენჯეო“

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ ლიდერი სოზარ სუბარი გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ აქციებზე აპოლიტიკური ადამიანები არ დგანან.

„თავიდან ცდილობდნენ, ეს შეეფუთათ, რომ არჩევნები არის არალეგიტიმური და ამიტომ ამას აპროტესტებს მოსახლეობა. ფაქტია, რომ სინამდვილეში ყველა ის ახალგაზრდა არის რომელიმე პარტიის წევრი ან საიდანმე დაფინანსებული „ენჯეო“. ამასობაში მოხდა, ის, რომ გადაიკეტა მათი დაფინანსების წყაროები, ამიტომ არიან სრულ სასოწარკვეთაში და ერთადერთი, რაც დარჩათ, ეს არის პერმანენტული, პატარა-პატარა აქციები“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პოდკასტში „ორ ცეცხლს შუა“ სტუმრობისას განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც აქციებზე, ქუჩაში, აპოლიტიკური ადამიანები დგანან. მისი თქმით, ეს ადამიანები განეკუთვნებიან სხვადასხვა პარტიას და პოლიტიკასთან შემხებლობაში არიან.