შალვა პაპუაშვილი: რატომ არ სცემენ პასუხს, ვისი ფულით დადიან საზღვარგარეთ? სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ზუსტად ვიცით, რომ მაკკეინის ინსტიტუტის დაქირავებული ადამიანია

შალვა პაპუაშვილი: რატომ არ სცემენ პასუხს, ვისი ფულით დადიან საზღვარგარეთ? სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ზუსტად ვიცით, რომ მაკკეინის ინსტიტუტის დაქირავებული ადამიანია

რატომ არ სცემენ პასუხს, ვისი ფულით დადიან საზღვარგარეთ? სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ზუსტად ვიცით, რომ „მაკკეინის ინსტიტუტის“ დაქირავებული ადამიანია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, მალავენ, ვინ უხდის მათ ფულს.

„საზღვარგარეთ რომ დადიან, დღეს ტელევიზორში ვხედავდი „გირჩიდან“ მომავალ ჯაფარიძეს და ელენე ხოშტარიას, რომ იყვნენ ბალტიის ქვეყნებში და სკანდინავიაში. ვიკითხე საჯაროდ, ვისი ფულით დადიან, რატომ არ სცემენ ამ კითხვას პასუხს? ხომ ამბობენ, ქართველი პოლიტიკოსები ვართო, საქართველოს ხელისუფლებაში უნდა ვიყოთ, ქართველი ხალხის ბედი უნდა გადავწყვიტოთო და ვისი ფულით, ვინ უხდის მათ ფულს, რატომ მალავენ?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას ინფორმაცია დაფინანსების შესახებ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი ხელისგულზე დევს.

„ვისი ინტერესებითაც მოქმედებენ და ვისაც ამ ტურნეებში დაჰყავს, ისინი უხდიან ფულს. ზუსტად ვიცით, დანამდვილებით სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რომ ის „მაკკეინის ინსტიტუტის“ დაქირავებული ადამიანია დღეს. რაც შეეხება ამ პარტიებს და ასე შემდეგ, სხვადასხვა სქემაა. თავის დროზე „დროასთან“ დაკავშირებით გაიშიფრა კიდევაც, რომ ბრიუსელის ერთ-ერთი ფონდიდან, „ევროპის დემოკრატიის ფონდიდან“ ფინანსდებოდა, რომელიც ჩვეულებრივი სპეცსამსახურის მეთოდით მოქმედებს საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.