გიორგი სოსიაშვილი: „დიფ სთეითი“ დასუსტების მიუხედავად ღია ქმედებაზე გადავიდა და „მტრული აქტის“ მიღებაც ამის ნათელი მაგალითია

გიორგი სოსიაშვილი: „დიფ სთეითი“ დასუსტების მიუხედავად ღია ქმედებაზე გადავიდა და „მტრული აქტის“ მიღებაც ამის ნათელი მაგალითია

„დიფ სთეითი“ დასუსტების მიუხედავად ღია ქმედებაზე გადავიდა და „მტრული აქტის“ მიღებაც ამის ნათელი მაგალითია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას.

მისივე თქმით, „დიფ სთეითისგან“ ჩვენ ვხედავთ შემოტევებს, თუმცა როგორც სხვა შემოტევები დასრულდა წარუმატებლად, კვლავ იგივე შედეგს ელოდებიან.

„ეს არის მომაკვდავი, დაჩაჩანაკებული აგენტურისთვის რაღაც უშედეგო, ხელოვნური სუნთქვის გაწევა. სიმართლე არის ქართველი ხალხის, ჩვენი საზოგადოების მხარეს. დარწმუნებული ვარ, სიმართლე იზეიმებს. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, აგენტურას, ისევე როგორც წინა პერიოდებში, ჩაუფლავდათ თავიანთი გეგმები ქვეყნის ჩამოშლის, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ სხვადასხვა რევოლუციური სცენარის დადგმისა და განხორციელების, ამჯერადაც იგივე მოუწევთ, რადგან მათ ქართველმა ხალხმა პოლიტიკური განაჩენი დიდი ხანია გამოუტანა. ასე, რომ „დიფ სთეითისგან“ ჩვენ ვხედავთ შემოტევებს, მაგრამ როგორც სხვა შემოტევები დასრულდა წარუმატებლად და სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ახლაც იგივე შედეგს ველოდებით. იმედია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია მომავალში წარმატებით გააგრძელებს და თავის დაპირებას შეასრულებს, რაც მან „დიფ სთეითთან“ წინააღმდეგ ბრძოლის დაანონსებით განაცხადა“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.