ეს მტრული აქტია საქართველოს წინააღმდეგ ისევ და ისევ იმ „დიფ სთეითისა“, რომელსაც ფესვები ძალიან ღრმად აქვს გადგმული, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ სენატის კომიტეტში მიღებულ ე.წ. მეგობარ აქტთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს ბრძოლას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ, ვხედავთ, რომ სამწუხაროდ ეს ბრძოლა ჯერ-ჯერობით შედეგიანი ვერ არის.
„ჩვენ სულ ამას ვამბობთ, რომ „დიფ სთეითის“ დამარცხება აისახება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მაგალითზე. თუ საქართველოში გარედან ჩარევები კვლავ გაგრძელდა, მაშინ არავის ექნება შესაძლებლობა თქვას, რომ „დიფ სთეითი“ არის დამარცხებული. ზუსტად იგივე ვნახეთ ჩვენ, რომ „დიფ სთეითმა“ თავის აგენტურას სენატში მიაღებინა აქტი, კონკრეტული სახელით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრულადაც შეიძლება შეფასდეს. ეს ყველაფერი ხდება 31 მარტამდე, სანამ უნდა ჩატარდეს ე.წ. აქცია ჩვენს ქვეყანაში. ახალი საფუძველია იმისთვის, რომ როგორმე წაახალისონ ადამიანები, რათა ე.წ. აქციაში მონაწილეობა მიიღონ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.