საქმე გვაქვს პირდაპირ ასმაგ სტანდარტთან მათი მხრიდან და ეს მარტივად იხსნება. ისინი გრძნობენ რაღაც ტიპის საფრთხეს რუსეთის მხრიდან თითქოს და უნდათ, რომ ისრები ჩვენკენ გადმოიტანონ, აქ შექმნან ქაოტური სიტუაცია, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ბალტიისპირეთის ქვეყნებში სალომე ზურაბიშვილის მოგზაურობასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი სავარაუდოდ ახალ ინსტრუქციებს მიიღებს.
„საქმე გვაქვს პირდაპირ ასმაგ სტანდარტთან მათი მხრიდან და ეს მარტივად იხსნება. ისინი გრძნობენ რაღაც ტიპის საფრთხეს რუსეთის მხრიდან თითქოს და უნდათ, რომ ისრები ჩვენკენ გადმოიტანონ, აქ შექმნან ქაოტური სიტუაცია. გამოიწვიონ ქვეყანაში რევოლუცია იმისათვის, რომ „დიფ სთეითის“ მიერ მართულმა აგენტებმა ისევე, როგორც მათი ქვეყნის ლიდერშიპია, ასევე ჩვენი ოპოზიცია, აქ უკვე გახსნან მეორე ფრონტი. ეს რისკი, რასაც ლატვიელები, ლიეტუველები და ესტონელები ხედავენ თავიანთი ქვეყნების მიმართ, ეს რისკი მთლიანად გადმოვიდეს საქართველოზე. ეს არის რაღაც საბჭოური მეთოდებით ბრძოლა.
ახლა მიპატიჟებული ჰყავთ ქალბატონი ზურაბიშვილი. იქ ახალ ინსტრუქციებს მიიღებს სავარაუდოდ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, ვინაიდან ჩვენს ხალხებს შორის არის ძალიან დიდხნიანი მეგობრული ურთიერთობა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელი წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები არ აჰყვნენ ბალტიისპირეთის კაპრიზებს, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები