ირაკლი კირცხალია: საგამოძიებო კომისიის მანდატი გაიზრდება, რადგან საზოგადოება კარგად ხედავდა როგორც 2012 წლამდე, მათ უსამშობლო, მოღალატეობრივ პოლიტიკას, ასევე 2012 წლის შემდეგ მათ ასევე ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს

ირაკლი კირცხალია: საგამოძიებო კომისიის მანდატი გაიზრდება, რადგან საზოგადოება კარგად ხედავდა როგორც 2012 წლამდე, მათ უსამშობლო, მოღალატეობრივ პოლიტიკას, ასევე 2012 წლის შემდეგ მათ ასევე ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს

საგამოძიებო კომისიის მანდატი გაიზრდება და ესეც საკმაოდ ლოგიკურია, იმიტომ რომ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავდა არა მხოლოდ მათ უსამშობლო, მოღალატეობრივ, რეჟიმულ პოლიტიკას და სისტემურ წამებას 2012 წლამდე, არამედ, 2012 წლის შემდეგ, მათ ასევე ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, მთელი აგენტურული ქსელი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის წინააღმდეგ ღიად მოქმედებდა.

„რაც უკვე რაც გამოიხატა - ყოვლად ორაზროვანი, ერთმანეთში წინააღმდეგობაში მოსული განცხადებები და ჩვენებები რასაც ვისმენთ, ეს უკვე იძლევა საფუძველს, რომ ეს საქმე როდესაც მომზადდება, დასკვნა წავიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. საგამოძიებო კომისიის მანდატი გაიზრდება და ესეც საკმაოდ ლოგიკურია, იმიტომ რომ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავდა არა მხოლოდ მათ ყველანაირად უსამშობლო, მოღალატეობრივ, რეჟიმულ პოლიტიკას და სისტემურ წამებას 2012 წლამდე, არამედ, 2012 წლის შემდეგ მათ ასევე ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, უკვე ოპოზიციის მანტია მორგებულს. განსაკუთრებით საზოგადოებამ ეს ყველაფერი ნახა 2012 წლის შემდეგ, სადაც მთელ ამ აგენტურულ ქსელს თავიანთ პატრონებთან ერთად ჩამოეხსნათ ნიღაბი. ისინი ღიად, თავხედურად და გახსნილად მოქმედებდნენ ქვეყნის წინააღმდეგ“, - აცხადებს კირცხალია.