ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია რეპრესიებზე საუბრობს ბოლო 13 წელია. ავიწყდებათ თუ რა რეპრესიული მანქანა ჰქონდათ შექმნილი, სწორედ კომისია შეახსენებს მოქალაქეებს თუ რეალურად რას ნიშნავდა რეპრესიები, ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმი

ოპოზიცია რეპრესიებზე საუბრობს უკვე ბოლო 13 წელია, რაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ. მათ ავიწყდებათ თუ რა რეპრესიული მანქანა ჰქონდათ შექმნილი, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, სწორედ საგამოძიებო კომისია შეახსენებს მოქალაქეებს თუ რეალურად რას ნიშნავდა რეპრესიები, ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმი.

„ასევე კიდევ სხვა ძალიან ბევრ საკითხს და ამას ისინი ვერ გაექცევიან. ვერც პასუხისმგებლობას გაექცევიან.

როგორც კი კომისია მორჩება მუშაობას, უკვე იქ, რა თქმა უნდა, მტკიცებულებებზე და ფაქტებზე დაყრდნობილ თავის რეკომენდაციებს გადაუგზავნის პროკურატურას და შესაბამის უწყებებს რეაგირებისთვის. ასევე, ჩვენ დაუყოვნებლივ შევიტანთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში იმასთან დაკავშირებით, რომ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.