ოპოზიციური პარტიები არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მიიღებენ, მათ რადიკალურ ძალებად გარდაქმნას ფორმალურად დაესმევა ბეჭედი, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, პარტია არჩევნებში მონაწილეობაზე თუ უარს ამბობს, ის ფორმალური ელემენტებიც კი ეცლება, რის გამოც შეიძლება, პოლიტიკური პარტია ეწოდოს.
„ოპოზიციური პარტიები არჩევნებში მონაწილეობას რომ არ აპირებენ, ეს მიუთითებს, რომ ფორმალურად ამ პარტიების გარდაქმნა ხდება რადიკალურ პარტიებად, რადგან პოლიტიკური პარტიის მთავარი არსია არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა და ამის დაორგანიზება. პარტია ამ პროცესზე უარს თუ აცხადებს, მას ის ფორმალური ელემენტებიც კი ეცლება, რის გამოც შეიძლება, პოლიტიკური პარტია ვუწოდოთ. არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მიიღებენ, მათ რადიკალურ ძალებად გარდაქმნას ფორმალურად ბეჭედი დაესმევა“, – განუცხადა ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს.