პაატა სალია: სავსებით ლოგიკურად ჩანს დღევანდელი გადასახედიდან ის პოზიცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიები, რომლებმაც უარი განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე, არ იღებენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში

სავსებით ლოგიკურად ჩანს დღევანდელი გადასახედიდან და დღევანდელ მოცემულობაში ის პოზიცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიები, რომლებმაც უარი განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე, არ იღებენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, - განუცხადა „ქრონიკას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა პაატა სალიამ.

მისივე თქმით, სურს ხაზი გაუსვას იმას, რომ ეს პარტიები არ არიან დამოუკიდებლები თავიანთ გადაწყვეტილებებში.

„არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების წინ მათ ეს პოზიცია შეცვალონ იმის მიხედვით, თუ რა დაკვეთა ექნებათ გარედან, მათი პატრონების მხრიდან“, - აღნიშნა პაატა სალიამ.

რადიკალები ვერ თანხმდებიან, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. მათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ღიად თქვეს, კოლეგებისგან იმავე პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება სურთ.