იციან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ნულოვანი, თუნდაც ძალიან პატარა წარმატების მიღწევის შანსი აქვთ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას სამოცდაოთხივე მუნიციპალიტეტში გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხებს, თუმცა მიიღებენ თუ არა რადიკალები არჩევნებში მონაწილეობას, ეს მათზე დამოკიდებული არ არის.
„ისინი არიან აგენტები და შესაბამისად, მათი გარე უფროსები მათთვის რომ მოიცლიან და ინსტრუქციებს გამოუშვებენ, თუ ინსტრუქცია იქნება, რომ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, აუცილებლად მოუწევთ მათ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
ძალიან რთულ სიტუაციაში არიან, მაგრამ არც მათ თავმოყვარეობას გაითვალისწინებენ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები, არც მათ „პრინციპულობას“, არც იმას - ვის ვინ ეზიზღება და ვის ვინ ჰყავს გალანძღული - როგორ ინსტრუქციასაც გამოუშვებენ და როგორც დააჯგუფებენ, ზუსტად ის მოუწევთ მოქმედება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
რადიკალები ვერ თანხმდებიან, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. მათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ღიად თქვეს, კოლეგებისგან იმავე პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება სურთ.