აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს ძალიან ძვირფასი მიწა აქვს, და ამერიკამა მასთან საქმე უნდა დაიჭიროს.
„ჩვენ რუსეთთან საქმე უნდა დავიჭიროთ. მათ ჩინეთზე დიდი მიწის ნაჭერი აქვთ“, - თქვა ტრამპმა.
თეთრის სახლის ლიდერის განცხადებით, რუსეთს 11 სასაათო სარტყელი აქვს.
„ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილებისას 11 სასაათო სარტყელს გადალახავთ. მათ ძალიან ძვირფასი მიწა აქვთ“, - დასძინა ტრამპმა.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ აშშ უკრაინასთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს, რის შემდეგაც ამერიკას შეეძლება თქვას, რომ მან საკუთარი ფული დაიბრუნა.