შალვა პაპუაშვილი: სწორედ საფრანგეთის ელჩის მხრიდან წაყრუების შედეგია, რომ ამჯერად ზიზღის სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია - ვნახოთ, როგორ მოიქცევა ამჯერად ელჩი

შალვა პაპუაშვილი: სწორედ საფრანგეთის ელჩის მხრიდან წაყრუების შედეგია, რომ ამჯერად ზიზღის სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია - ვნახოთ, როგორ მოიქცევა ამჯერად ელჩი

სწორედ საფრანგეთის ელჩის მხრიდან წაყრუების შედეგია, რომ ამჯერად ზიზღის სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია - ვნახოთ, როგორ მოიქცევა ამჯერად ელჩი - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სწორედ ელჩის მხრიდან წაყრუების შედეგია, რომ ამჯერად ზიზღის სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია.

,,რამდენიმე დღის წინ, საქართველოში საფრანგეთის ელჩის მიერ მხარდაჭერილი ენჯეო „საფარის“ ხელმძღვანელმა, მსგავსი ზიზღის ენა გამოიყენა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ. მაშინ საჯაროდ მოვუწოდე ელჩს, დაეფიქსირებინა მისი პოზიცია. ელჩი ამ პასუხისმგებლობას გაექცა.

სწორედ ელჩის მხრიდან წაყრუების შედეგია, რომ ამჯერად ზიზღის სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია.

ამგვარი ზიზღის გამოვლენა, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ცალკეული რადიკალი აქტივისტის დაზიანებული ემოციური მდგომარეობის გამოხატულება. მას კონკრეტული ამოცანა აქვს - სამიზნეში ამოყვანილი ჟურნალისტის დაშინება, შევიწროება, დათრგუნვა.

ვნახოთ, როგორ მოიქცევა ამჯერად საფრანგეთის ელჩი. მოუწოდებს მის მიერ მხარდაჭერილ ადამიანს ღირსების შემლახველი ქცევისგან თავშეკავებისკენ, თუ წაყრუებით წაახალისებს ზიზღის ახალ აქტს“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

მარბიელი ელჩი ისევ თავის საქმ3ეს განაგრძობს; თუ შედეგი გინდათ, ის დაიბარეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხარით სათქმელი კონვენციის შესაბამისად ... თუ ისევ, გააბრძანეთ; თუ ამის ტრაკი არა გაქვთ, ხალხს ნუ ეწუწუნებით!
10 საათის უკან