საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის შეთავაზებების პლატფორმა - Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალები დაემატა. აღნიშნული სიახლე იმ ბიზნეს მომხმარებლებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი, რომლებსაც გადახდის მეთოდი (ტერმინალი, ონლაინ გადახდა) არ აქვთ. ამიერიდან, ასეთი ბიზნესებისთვის მნიშვნელოვნად გამარტივდა პროცესი.
ამასთანავე, პლატფორმა ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს ბანკის 1 500 000-ზე მეტ ციფრულ მომხმარებელს საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი სრულიად უფასოდ გააცნოს და ამით გაყიდვები გაზარდოს.
Ads manager-ს ოთხი ახალი ფუნქციონალი:
ფოტოსაცავი ბიზნესებისთვის, შეთავაზების ვიზუალის მოსამზადებლად
Ads manager-ში შეთავაზების შექმნისას ბიზნესებს შესაბამისი ფოტოს მოძიება უჭირდათ. სწორედ ამიტომ, მათი საჭიროების შესაბამისად, მომხმარებლებს პლატფორმაზე სასურველი ვიზუალის შერჩევის შესაძლებლობას გავუჩინეთ. ამისთვის მათ შეთავაზების შექმნის პროცესში საძიებო ველში ინგლისურად უნდა ჩაწერონ სფეროს შესაბამისი სიტყვა, რის შემდეგაც რელევანტურ ფოტოები გამოუჩნდებათ. ამის შედეგ ისინი შეძლებენ სასურველი ვიზუალის არჩევას და შეთავაზებისთვის გამოყენებას. აღსანიშნავია, რომ არჩეულ ფოტოს შეთავაზების დასრულებამდე მხოლოდ ერთი ბიზნესი გამოიყენებს და მომხმარებლებს მსგავსი ვიზუალით სხვა შეთავაზება არ შეხვდებათ.
შეთავაზების შექმნის შესაძლებლობა ბიზნესებისთვის, რომლებსაც არ აქვთ გადახდის მეთოდი
აქამდე Ads მენეჯერის შეთავაზების შექმნა მხოლოდ გადახდის მეთოდის მქონე ბიზნესებს შეეძლოთ, თუმცა ზოგიერთი ბიზნესი, მისი მიმართულებიდან გამომდინარე, გადახდის მეთოდებს არ იყენებს, მაგალითად: დეველოპერული კომპანიები, მცირე ინსტაგრამ მაღაზიები, რომლებსაც არც ფიზიკური მაღაზია აქვთ და არც ონლაინ ვებ-გვერდი. ამიერიდან კი ასეთი, გადახდის მეთოდის არ მქონე ბიზნესებიც შეძლებენ პლატფორმით სარგებლობას და მომხმარებლისთვის მსგავსი შეთავაზებების გაკეთებას. ეს კი შესაძლებლობას მისცემს, გაზარდონ ცნობადობა და შესაბამისად, სარგებელიც.
განმეორებადი შეთავაზებები (მაგალითად: შესთავაზე მომხმარებელს ქეშბექი ყოველ ოთხშაბათს და გაზარდე ლოიალურობა)
ბიზნესებს მომხმარებლებისთვის განმეორებითი შეთავაზებების შექმნა შეუძლიათ. მაგალითად, მონიშნონ, რომ შეთავაზების ფარგლებში, ყოველ ოთხშაბათს, მომხმარებლებმა გადახდილი თანხის 20%-ი დაიბრუნონ. ეს ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, უფრო ავტომატიზებული გახადონ პროცესი, რადგან არ მოუწევთ რამდენიმე შეთავაზების შექმნა. ასევე, აარჩიონ ის დღე როცა განსაკუთრებით სჭირდებათ კონკრეტულ სეგმენტში გაყიდვების გაზრდა.
ყოველკვირეული შეთავაზებების გარდა, ბიზნესებს შეუძლიათ ბიზნესის სპეფიციფიკიდან გამომდინარე შექმნან ყოველთვიური შეთავაზებაც (მაგალითად, თვის ყოველ 15 რიცხვში).
ბრენდის მართვა - სახელისა და ლოგოს ატვირთვის შესაძლებლობა ბევრ კომპანიას იურიდიული სახელი აქვს, (მაგ: შპს x), თუმცა ბრენდულად ამ სახელით დაპოზიციონირება არ სურთ. ახალი ფუნქციონალის მეშვეობით, კი ბიზნესს შესაძლებლობას ვაძლევთ, შეცვალონ დასახელება და მობილბანკში მომხმარებლებისთვის სასურველი სახელით გამოჩნდნენ. იგივე მოქმედებს იმ ბიზნესებზე, რომლებსაც გადახდის მეთოდი არ აქვთ - საჭიროა დაარქვან სახელი საკუთარ ბრენდს, ატვირთონ ლოგო და მომხმარებლებს ფასდაკლება ასე შესთავაზონ.
URM - უფლებების გაწერა
ბიზნესებს ხშირად კონკრეტული ფუნქციის შესასრულებლად მარკეტერის ან ციფრული მარკეტერის დახმარება სჭირდებოდათ, და არ სურდათ ჰქონოდათ წვდომა მათ ფინანსურ ანალიტიკებსა თუ მონაცემებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფორმაციის ნახვა ბიზნეს მენეჯერშია შესაძლებელი, ეს მათ გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა. აღნიშნული ფუნქციონალის მეშვეობით კი დირექტორს შეუძლია, შესაბამისი როლის მიხედვით, სასურველ ადამიანს მისცეს ამ მონაცემებზე წვდომა. მაგალითად, მხოლოდ მომხმარებლების ანალიტიკასა და შეთავაზების შექმნის პროცესზე, რაც თავის მხრივ, მარკეტერს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
“საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი მომხმარებლებს არაერთ სიახლეს სთავაზობს. ჩვენ აქტიურად ვიკვლევთ მათ საჭიროებებს და ვცდილობთ ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი პროდუქტები თუ სერვისები მივაწოდოთ, რათა კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი მათ გაძლიერებას და შესაბამისად შემოსავლების ზრდას. Ads manager-ში ფუნქციონალების დამატება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. სიახლე იმ ბიზნესებს, რომლებიც ამ დრომდე Ads მენეჯერს ვერ იყენებდნენ, მისცემს შესაძლებლობას, შექმნან შეთავაზება და საკუთარი პროდუქტი 1 500 000-ზე მეტ ციფრულ მომხმარებელს გააცნონ. ამასთანავე, ისინი ვინც აქტიურად იყენებდნენ პლატფორმას, უფრო მარტივად შეძლებენ განათავსონ შეთავაზებები,“ - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების ოუნერმა, გიორგი კობიაშვილმა.
შეთავაზების შექმნისთვის ეწვიეთ manager.bog.ge-ს თუ ხართ დირექტორი, ხოლო თუ მარკეტერი ხართ - სთხოვეთ დირექტორს გაგიწეროთ შესაბამისი როლი.
თუ დირექტორი ხართ, manager.bog.ge-ში შესვლას იმ სახელითა და პაროლით შეძლებთ, რომლითაც ბიზნეს მობილბანკში/ინტერნეტბანკში და ფიზიკური პირის მობილბანკში სარგებლობთ.
შეთავაზების შექმნის ინსტრუქცია ნახეთ აქ:
უფრო ვრცლად, Ads მენეჯერის გამოყენებაზე ბიზნესკურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.